05 ივნისი, 2025
მხიარული სტარტები, აღმოსავლეთ საქართველო

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
მხიარული სტარტები, აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები 2025
გუშინ, რუსთავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები მხიარულ სტარტებში.
თამაშები საკმაოდ საინტერესოდ და მხიარულად წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
I ადგილი - რუსთავის N24 ქართული გიმნაზია;
II ადგილი - კასპის N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსიის საჯარო სკოლა.
I და II ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას დასკვნით თამაშებში გააგრძელებენ, რომელიც სექტემბერში გაიმართება.