19 მაისი, 2025
3X3 კალათბურთი, აღმოსავლეთ საქართველო

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
3X3 კალათბურთი, აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები 2025
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში, თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ასპარეზობას დასკვნით თამაშებში გააგრძელებენ.
გოგონები - თბილისის N100 საჯარო სკოლა;
ვაჟები - რუსთავის N24 ქართული გიმნაზია.