მინი ფეხბურთი, სუპერფინალი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
სუპერფინალური თამაშები მინი ფეხბურთშები
ფოთის სპორტულ კომპლექსში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გაიმართა სუპერფინალური თამაშები მინი ფეხბურთში, რომელშიც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ისა და 2024 წლის ჩემპიონმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გოგონებში ერთმანეთს 2023 წლის ჩემპიონი ბათუმის N8 საჯარო სკოლის და 2024 წლის ჩემპიონი ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, ხოლო ვაჟებში 2023 წლის ჩემპიონი - საჩხერის N3 საჯარო სკოლისა და 2024 წლის ჩემპიონი მცხეთის N1 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
თამაშები საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და გამოვლინდნენ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გუნდები: ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გოგონთა და მცხეთის N1 საჯარო სკოლის ვაჟეთა გუნდი.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ამა წლის 11-და 20 ნოემბრის ჩათვლით ბრაზილიაში.