3X3 კალათბურთი, თბილისი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
თბილისის მერიის მხარდაჭერით 3X3 კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის თბილისის საქალაქო თამაშები დასრულდა.
გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებს ასპარეზობას თბილისის N100 საჯარო სკოლის გუნდი.
ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებს ასპარეზობას თბილისის N42 საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებული გუნდები მედლებით და თასით დააჯილდოვეს: საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დავით ილურიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ბატონმა ლაშა კაკულიამ და სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელმა ბატონმა ოთარ აბულაძემ.