25 მარტი, 2025
3X3 კალათბურთი, იმერეთი 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
იმერეთის რეგიონული თამაშები 3X3 კალათბურთში
ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის იმერეთის რეგიონული თამაშები 3X3 კალათბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თამაშების შედეგად საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ბაღდათის N2 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა.
ვაჟები:
I ადგილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზია;
II ადგილი - ხონის N2 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას დასავლეთ საქართველოს თამაშებში გააგრძელებენ.