06 მარტი, 2025
მცხეთა-მთიანეთი, რეგიონული თამაშები 2025

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025
თიანეთში, სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონული პირველობა ბადმინტონში გოგონებსა და ვაჟებს შორის.
I ადგილი დაიკავეს და აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებზე გააგრძელებენ ასპარეზობას თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის ვაჟთა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.