28 თებერვალი, 2025
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გოლფში

გოლფში, პირველი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი - რაბათი, მაროკო 2025 წ
სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია [ISF] აცხადებს გოლფში, პირველ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატს.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გოლფში ჩატარდება 2025 წლის 14-21 ივლისს, რაბათში, მაროკოში.
შეჯიბრი მოიცავს U18 და U15 კატეგორიებს გოგონებისა და ბიჭებისთვის. გოლფში პირველი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიუთითებს ISF-ის მისწრაფებაზე, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შეუქმნას ახალგაზრდა სპორტსმენებს მთელ მსოფლიოში.