მინი ფეხბურთი სუპერფინალი

მინი ფეხბურთში სუპერფინალი აპრილში გაიმართება
წელს, ნოემბერში, ბრაზილიაში იმართება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში, რომელშიც საქართველოს სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც წესი, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე სკოლების ვინაობას სუპერფინალები გამოავლენს.
მინი ფეხბურთში, სუპერფინალური შეხვედრები აპრილში გაიმართება და მასში ერთმანეთს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 და 2024 წლების გამარჯვებული გუნდები შეეჯიბრებიან.
გოგონებს შორის ერთმანეთს შეხვდებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 წლის ჩემპიონი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლისა და 2024 წლის ჩემპიონი ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.
ვაჟებს შორის ერთმანეთს შეხვდებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 წლის ჩემპიონი საჩხერის მე-3 საჯარო სკოლისა და 2024 წლის ჩემპიონი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები.
ამ შეხვედრებში გამარჯვებული სკოლების გუნდები მოიპოვებენ ფუტსალში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებს და შემოდგომაზე ბრაზილიაში გაემგზავრებიან.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში საქართველოს სკოლების გუნდების მონაწილეობას, საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია უზრუნველყოფს.