10 თებერვალი, 2025
თბილისის საქალაქო თამაშები 2025

თბილისის საქალაქო თამაშები
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, თბილისის საქალაქო თამაშების ორგანიზების მიზნით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმოამდგენლებმა, თბილისის ყველა რაიონში სკოლების პედაგოგებთან შეხვედრები გამართეს.
თბილისის საქალაქო თამაშებს აქვს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების სტატუსი და შეჯიბრები სპორტის ხუთ სახეობაში - 3X3 კალათბურთში, ხელბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში გაიმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თბილისის საქალაქო თამაშები მარტიდან აიღებს სტარტს და ის ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდება.