09 თებერვალი, 2026
ჩრდილოეთ მაკედონია 2026
ფოთის N2 საჯარო სკოლა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს
თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში გამართული სუპერფინალური თამაშები დასრულდა. დაძაბული ასპარეზობის შედეგად გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიაში, ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
სუპერფინალში გამარჯვება და საგზური სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის, ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ სუპერფინალში ერთმანეთს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ბოლო სამი წლის გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულებს ეძლევათ.



