მხიარული სტარტები

პროგრამის შესახებ
„მხიარული სტარტები“ ბავშვების ყველაზე საყვარელი თამაშია. „მხიარული სტარტები“, ამავე დროს, ყველაზე პოპულარული საბავშვო სპორტული ტელეგადაცემაა.
ეს პოპულარული თამაშები 2007 წელს დაიწყო და მისი ტრანსლირება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, ყოველკვირეულად ხორციელდებოდა.
„მხიარული სტარტების“ ტელეგადაცემის პირველი წამყვანი დიმა ობოლაძე გახლდათ. შემდეგ ეს გადაცემა გიორგი გოგოჩაიშვილს - „გოგიჩას“ მიჰყავდა. ახლა მხიარული სტარტების წამყვანი ზაალ წულუკიძე - იგივე „ვინია“.
„მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობას, თავიანთ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მოსწავლე გოგონები და ვაჟები იღებენ.
„მხიარული სტარტების“ თამაშები შესულია განათლების სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოძრავი თამაშების სახელწოდებით.
ამ თამაშების პრინციპით, თამაშ-თამაშით, ხდება სპორტის სახეობების ელემენტების სწავლება მოსწავლეთათვის.
2021 წლიდან დაინერგა ახალი პროგრამა - „ჩემი უბნის სტარტები“, რაც „მხიარული სტარტების“ თამაშების ღია მოედნებზე ორგანიზებას გულისხმობს.
„მხიარული სტარტები“-ს ჩემპიონატი ეს არის ერთადერთი ერთიანი საშეჯიბრო სისტემა პირველიდან მეშვიდე კლასამდე ასაკის მოზარდებისთვის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.
საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაცია ფლობს სასაქონლი ნიშანს „მხიარული სტარტები“, რაც ფედერაციას ამ თამაშების ექსკლუზიურად ორგანიზების უფლებას ანიჭებს.