თბილისის საქალაქო თამაშები 2026 - 2027
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
თბილისის საქალაქო თამაშების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა და კენჭისყრა გაიმართა
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ნანა ცინდელიანმა და გენერალურმა მდივანმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა პროექტში მონაწილე სკოლების წარმომადგენლებს სასკოლო სპორტში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს გასული წლების შედეგები, განიხილეს სამომავლო პერსპექტივები და შეთანხმდნენ დაგეგმილი აქტივობების ჩატარების ლოკაციებსა და ფორმატზე.
ამავე დღეს გაიმართა თბილისის საქალაქო თამაშების კენჭისყრა, რომლის შედეგადაც სპორტის ოთხ სახეობაში - მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, 5X5 და 3x3 კალათბურთში - განისაზღვრა მონაწილე გუნდების მეტოქეები და ქვეჯგუფების შემადგენლობა.
თბილისის საქალაქო თამაშები 19 ოქტომბერს ფრენბურთის მატჩებით ოფიციალურად გაიხსნება!
