09 ოქტომბერი, 2026
ქუთაისი - მუნიციპალური თამაშები 2026-2027
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
ქუთაისი - მუნიციპალური თამაშები
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა მუნიციპალური თამაშები მძლეოსნობაში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები:
I ადგილი - ქუთაისის №15 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ქუთაისის № 29 საჯარო სკოლა;
III ადგილი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.
ვაჟები:
I ადგილი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
II ადგილი - ქუთაისის №15 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქუთაისის №17 საჯარო სკოლა.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას იმერეთის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ.

