სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-2027
შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციში - მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სასკოლო სპორტის პროგრამებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა 2026-2027 სასწავლო წლის სასკოლო სპორტული პროგრამები და საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები იყო.
მხარეებმა იმსჯელეს გასული პერიოდის შედეგებზე, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც პროგრამების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტებისა და რესურსცენტრების აქტიურ ჩართულობასა და მათ შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რათა რეგიონში მოსწავლეებისთვის სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა შეიქმნას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან ძიძიშვილი, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირაჯიბი, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ელენე ზურაბიშვილი, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

