„სპორტული ზღაპარი“
„სპორტული ზღაპარი“
„სპორტული ზღაპარი“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სპორტულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფანტაზიით შექმნან სპორტის თემაზე ზღაპრები და მოკლე ისტორიები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან 250 სიტყვამდე მოცულობის ზღაპრებს, რომელთა გმირები შეიძლება იყვნენ სპორტსმენები, გუნდები ან გამოგონილი პერსონაჟები. ისტორიების საშუალებით მონაწილეები წარმოაჩენენ სპორტთან დაკავშირებულ თავგადასავლებსა და ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა მეგობრობა, გუნდურობა, მონდომება და სამართლიანი თამაში.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება, შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და წერითი უნარების განვითარება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ყველა ასაკის მოსწავლეს. საუკეთესო ნამუშევრები გაერთიანდება ელექტრონულ კრებულში „სპორტული ზღაპრები“, ხოლო გამარჯვებული ისტორიის მიხედვით შეიქმნება მოკლე ანიმაციური ფილმი ან ილუსტრირებული კომიქსი.