„სპორტი ფერებში“
„სპორტი ფერებში“
„სპორტი ფერებში“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სპორტულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მხატვრული შემოქმედების საშუალებით წარმოაჩინონ სპორტის მრავალფეროვანი სამყარო, საკუთარი შთაბეჭდილებები და სპორტთან დაკავშირებული ემოციები.
პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ქმნიან სპორტის თემაზე ნახატებს, რომლებშიც შეუძლიათ ასახონ საყვარელი სპორტის სახეობა, სპორტული შეჯიბრის საინტერესო მომენტი, ვარჯიშის პროცესი, საყვარელი სპორტსმენი ან გუნდური თამაში. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ საკუთარი წარმოსახვით შექმნან სპორტული სცენები და ისტორიები. თემის, ფერებისა და ხატვის ტექნიკის შერჩევა თავისუფალია, რაც თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სპორტი საკუთარი თვალით დაინახოს და ინდივიდუალური მხატვრული ხედვით გადმოსცეს.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ინტერესის გაძლიერება, შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და მხატვრული უნარების განვითარება. ამასთანავე, პროექტი ხელს უწყობს სპორტული ღირებულებების პოპულარიზაციას და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ნახატების საშუალებით გამოხატონ მეგობრობის, გუნდურობის, მონდომების, სამართლიანი თამაშის, ურთიერთპატივისცემისა და მიზნისკენ სწრაფვის მნიშვნელობა.