„სპორტი ციფრულად“
„სპორტი ციფრულად“
„სპორტი ციფრულად“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სპორტულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სპორტი საკუთარი თვალით დაინახონ და შემოქმედებითი ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩინონ.
პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ქმნიან სპორტის თემაზე ციფრულ ფოტონამუშევრებს ან მოკლე ანიმაციებს. მათ შეუძლიათ გადაიღონ სპორტული შეჯიბრის საინტერესო მომენტი, ასახონ ვარჯიშის პროცესი, შექმნან ფოტოკოლაჟი ან ანიმაციის საშუალებით გააცოცხლონ საკუთარი სპორტული ისტორია. თემისა და შემოქმედებითი ფორმის შერჩევა თავისუფალია, რაც თითოეულ მონაწილეს საკუთარი იდეისა და ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ინტერესის გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების შემოქმედებითი გამოყენების წახალისება და ფოტოგრაფიისა და ანიმაციის მიმართულებით პრაქტიკული უნარების განვითარება. ამასთანავე, პროექტი ხელს უწყობს სპორტული ღირებულებების პოპულარიზაციას და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, ვიზუალური ხელოვნების საშუალებით გამოხატონ სპორტისადმი საკუთარი დამოკიდებულება, წარმოაჩინონ მოძრაობის დინამიკა, გუნდურობა, მონდომება და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა.