თავისუფლების თამაშები
თავისუფლების თამაშები
„თავისუფლების თამაშები“ - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი!
ეს არის თამაშები, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების თანადგომითა და მონაწილეობით ახორციელებს
თავისუფლების თამაშები - ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეძღვნება და სასკოლო სპორტის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თამაშები ყოველწლიურად 9 აპრილიდან 26 მაისის პერიოდში იმართება და მონაწილე მოსწავლეები თავიანთ თამაშს და გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს დამოუკიდებლობას მიუძღვნიან დევიზით: „ვთამაშობთ საქართველოსთვის!“