წარმატებული მოსწავლე

სპორტი და განათლება განუყოფელნი არიან. საერთაშორისო სასკოლო სპორტს აქვს დევიზი - განათლება სპორტის დახმარებით.

პროექტი „წარმატებული მოსწავლე“  შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ შევაგროვოთ ინფორმაციები ნიჭიერი მოსწავლე გოგონებისა და ვაჟების შესახებ, რომლებსაც აქვთ  კარგი აკადემიური მოსწრება,  წარმატებულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგში ხატვა, მუსიკა, ცეკვა და სხვა.

ვფიქრობთ, რომ წარმატებული თანატოლების ამბების გავრცელებით ხელს შევუწყობთ დანარჩენი მოსწავლეების სტიმულაციას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი დაინტერესების საკითხში.

გამოგვიგზავნეთ თქვენი ნიჭიერი მოსწავლეების შესახებ ამბები და ჩვენ გავაშუქებთ მას. ეს პროექტი არის კარგი შესაძლებლობა სკოლებისთვის, რომ მათი მოსწავლეების შესახებ ინფორმაციები გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ფეისბუქგვერდის, ასევე ელექტრონულ ჟურნალის „სასკოლო სპორტი“-ს საშუალებით.