სპორტი ნახატებში

„სპორტი ნახატებში“ ეს არის მოსწავლეებში საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი.

პროექტი გულისხმობს სკოლის მოსწავლეთა მიერ, სპორტულ თემატიკაზე შესრულებული ნახატების ონლაინ გავრცელებას.

პროექტის მიზანია, ერთის მხრივ მოსწავლეთა მხატვრული შესაძლებლობების წარმოჩენა და მეორეს მხრივ მოზარდების სტიმულირება, რათა თავიანთ თანატოლებში გაუწიონ სპორტის სხვადასხვა სახეობას პოპულარიზაცია;

პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელთა აქტიურ ჩართულობას.