საქართველოს სასკოლო ლიგა

პროგრამის შესახებ
საქართველოს სასკოლო ლიგის პროგრამა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალისტების მონაწილეობით 2017 – 2018 წლებში შეიქმნა.
საქართველოს სასკოლო ლიგა საჯარო და კერძო სკოლების მე-6 - 8 კლასელი გოგონებისა და ვაჟებისთვის შექმნილი პროგრამაა.
ეს პროგრამა მოიცავს როგორც მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებს, ისე პედაგოგთა სწავლების კომპონენტს.
2019 წელს, საქართველოს ბადმინტონის ფედერაციასთან ერთად, ჩატარდა ბადმინტონში პედაგოგთა სწავლება და მოსწავლეთა მონაწილეობით ბადმინტონის სასკოლო ლიგის თამაშები.
2021 წელს ანალოგიური პროგრამა განხორციელდა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია იყო.
2022 და 2023 წლებში, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან პარტნიორობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“-ის მხარდაჭერით, ორი წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა აჭარის სასკოლო ლიგის თამაშები, რომელშიც აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტის სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ფლობს სასაქონლო ნიშანს „საქართველოს სასკოლო ლიგა“, რაც მას ამ დასახელების საშეჯიბრო სისტემის ორგანიზების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.