რას დაარქმევდი
პროექტი „რას დაარქმევდი“ არის გასართობ - შემეცნებითი ხასიათის და ხორციელდება ონლაინ ფორმატით.
მონაწილეებს წარედგინებათ სპორტის თემატიკიდან შერჩეული ფოტო და ამ ფოტოს მოკლე ისტორია.
მონაწილეების ამოცანაა რაც შეიძლება სახალისო, საინტერესო სათაური შეურჩიონ გამოქვეყნებულ ფოტოს.
პროექტის მიზანია, ფოტოს მოკლე ისტორიის გაცნობით და მოსწავლეთა ჩართვით მის „სახალისო“ დასათაურებაში, გავზარდოთ მოზარდების ცოდნა სპორტის სახეობისა თუ რომელიმე მოვლენის მიმართ.