გოგონა სპორტში

„გოგონა სპორტში“ ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. ის გულისხმობს  მოსწავლე გოგონების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და გაშუქებას, რომლებიც ჩართულნი არიან სპორტის ამათუიმ სახეობაში.

პროექტის მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი გოგონა და ამით ხელი შევუწყოთ ერთის მხრივ მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ გოგონათა წახალისებას თვითონაც დაინტერესდნენ სპორტის რომელიმე სახეობით.