„გზავნილი ქართველ სპორტსმენს“

„გზავნილი ქართველ სპორტსმენს“


„გზავნილი ქართველ სპორტსმენს“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სპორტულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ ქართველი სპორტსმენები, მათი წარმატების ისტორიები და საკუთარი სათქმელი მათთვის საინტერესო ფორმით გაუზიარონ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საყვარელ მოქმედ ან ვეტერან ქართველ სპორტსმენს და წერილის, ნახატის ან ვიდეოგზავნილის საშუალებით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას. მათ შეუძლიათ სპორტსმენებს გაუზიარონ შთაბეჭდილებები, დაუსვან შეკითხვები, გამოხატონ მადლიერება და მხარდაჭერა ან უამბონ, როგორ იქცა მათი მიღწევები მოტივაციისა და შთაგონების წყაროდ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენებისადმი ინტერესის გაღვივება, მათი მიღწევებისა და სპორტული ისტორიების პოპულარიზაცია. ამასთანავე, პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და ისეთი სპორტული ღირებულებების დამკვიდრებას, როგორებიცაა მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურობა, სამართლიანი თამაში და ურთიერთპატივისცემა.