ევროპის სასკოლო სპორტის დღე

ევროპის სასკოლო სპორტის დღე - ეს არის პროქტი, რომლის ავტორია უნგრეთის სასკოლო სპორტის ფედერაცია, ხორციელდება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასა და არაწევრ სამ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 

პროექტს კურირებს ევროკომისია.

ევროპის სასკოლო სპორტის დღე აღინიშნება ყოველი წლის სექტემბრის ბოლო პარასკევს.

ევროპის სასკოლო სპორტის დღე საქართველოში აღინიშნება ყველა მუნიციპალიტეტში.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა სიმბოლური გარბენებითა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დროშების საზეიმო აღმართვით იხსნება სასკოლო სპორტის ახალი სეზონი.