სასკოლო სპორტის კვირეული
სასკოლო სპორტის კვირეული - ეს არის პროექტი, რომლის ავტორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.
სასკოლო სპორტის კვირეული პირველად განახორციელა საქართველომ და შემდგომ გაიზიარეს ევროკავშირის ქვეყნებმა.
სასკოლო სპორტის კვირეული ყოველწლიურად იმართება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში და მასში ჩართულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.