ჩემი სკოლის ამომავალი ვარსკვლავი

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პროექტი „ჩემი სკოლის ამომავალი ვარსკვლავი“ გულისხმობს იმ მოსწავლე ვაჟებისა და გოგონების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და საზოგადოებისთვის გაცნობას, რომლებსაც განსაკუთრებული სპორტული მონაცემები აქვთ და ჯერ არ არიან ჩართულნი შესაბამის სპორტულ სექციებში.

ამ პროექტის მიზანია არ დარჩეს არცერთი ნიჭიერი მოზარდი საზოგადოებისა და შესაბამისი სპორტის ფედერაციის ყურადღების მიღმა.