ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ონლაინ პროექტი „ჩემი მასწავლებელი“ გულისხმობს საზოგადოებისთვის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
ამ პროექტში, თავისი სკოლის სხვადასხვა საგნის საუკეთესო მასწავლებლების შესახებ წერენ ბავშვები და გვიგზავნიან ინფორმაციებს გამოსაქვეყნებლად.
ბავშვებო, დაწერეთ თქვენი საყვარელი მასწავლებლისა და საგნის შესახებ, გააშუქეთ მათი საქმიანობა და ჩვენ გავაცნობთ მათ მთელ ქვეყანას. ტექსტებთან ერთად გამოგვიგზავნეთ მასწავლებელთა ფოტოსურათები.
მასწავლებელთა ისტორიები ფესიბუქგვერდის გარდა იბეჭდება ელექტრონულ ჟურნალში „სასკოლო სპორტი“ და ვრცელდება საქართველოს ყველა სკოლაში.