26 ოქტომბერი, 2026
ხორვატია 2026
ევროპის მულტისპორტული ღონისძიება
ქართველი მოსწავლე-სპორტსმენები ხორვატიაში მიემგზავრებიან!
3–7 ნოემბერს ქალაქ პორეჩში ESSF 2026-ის ევროპის მულტისპორტული ღონისძიება გაიმართება, სადაც საქართველო მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში იასპარეზებს!
ჩვენი 18 წლამდე (U18) სპორტსმენები ძალებს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პირველობაში მოსინჯავენ. დაძაბული მატჩების გარდა, დელეგაციას წინ ელოდება საგანმანათლებლო სემინარები, ქალაქ პულას კულტურული ტური და ტრადიციული „ერების საღამო“ , სადაც მოსწავლეები საქართველოს კულტურას გააცნობენ ევროპელ თანატოლებს!

