სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადა გიმნაზიადა, ბრაზილია

გიმნაზიადა 2023 [U15]
გიმნაზიადა 2023-ს [სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადა], რომელიც თხუთმეტწლამდელ მოსწავლეთა [U15] ასაკობრივი ფორმატით ჩატარდა, ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეირომ უმასპინძლა.
გიმნაზიადაში მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის 3000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.
საქართველო, სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაზე, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 8 მოზარდებით იყო წარდგენილი.
საქართველოს სასკოლო სპორტის ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული და ტრიუმფალური გამოსვლა სასკოლო სპორტის საერთაშორისო ღონისძიებებში.
რვა მონაწილიდან 7 ოქრო და 1 ვერცხლი - ეს არის ჩვენი მოსწავლეების მონაგარი.
საერთაშორისო სასკოლო სპორტის ისტორიაში, არცერთ ქვეყანას, მონაწილეებთან შედარებით, ჩემპიონებისა და მედალოსნების პროცენტული თანაფარდობით, ასეთი შედეგი არ ჰქონია.
საქართველოს ღირსებას იცავდნენ:
- მათე ცინაძე - გიმნაზიადის ჩემპიონი - ქუთაისის N37 საჯარო სკოლა.
- დავით პაპუკიშვილი - გიმნაზიადის ჩემპიონი - გორის N9 საჯარო სკოლა.
- კობა გოგუაძე - გიმნაზიადის ჩემპიონი - ბათუმის N22 საჯარო სკოლა.
- გიგია ლუქუნიძე - გიმნაზიადის ჩემპიონი - რუსთავის N15 საჯარო სკოლა.
- ლუკა ხაინდრავა - გიმნაზიადის ჩემპიონი - თბილისის N139 საჯარო სკოლა.
- ერეკლე თავბერიძე - გიმნაზიადის ჩემპიონი - ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა.
- ლუკა მარტიაშვილი - გიმნაზიადის ჩემპიონი - საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა.
- დავით შავაძე - გიმნაზიადის ვიცე ჩემპიონი - წალკის N2 საჯარო სკოლა.