სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ონლაინ ფორმატი

ჭადრაკი 2020
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი [ISF WSC] ჭადრაკში ონლაინ ფორმატით ჩატრადა.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი მოსწავლეებისთვის უაღრესად წარმატებული იყო.
ეკატერინე ფიფია გახდა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გოგონათა შორის.
ეკატერინე ფიფია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის სახელით ასპარეზობდა.
წარმატებას მიაღწია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნია დონღვანმა, რომელმაც საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა.
სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს სახელით აგრეთვე მონაწილეობდნენ:
- დიანა ლომაია - ხობის N2 საჯარო სკოლა.
- მარიამ დოლაკიძე - თბილისის N161 საჯარო სკოლა.
- მარიამ სიჭინავა - თბილისის კლასიკური გიმნაზია.
- ლაშა კაჭკაჭიშვილი - იოანე პეტრიწის სახელობის კერძო სკოლა „იბერია“.
- დავით ცქიფურიშვილი - მცხეთის N2 საჯარო სკოლა.